2.12.32 Пораженный пастырь и рассеянные овцы

Иов.6,15.16; 19,13-15 Пс.37,11 Зах.13,7 Матф.26,31-35.56.58.69-75; 28,7 Мар.14,27-31.50.54.66-72 Лук.22,31-34.54-62 Ин.13,36-38; 16,32; 18,15-18.25-27; 20,9.10; 21,2-7

***

Со стиха 7 начинается раздел, который все верующие исследователи рассматривают как мессианский. По повелению Иеговы, Его меч должен подняться на Господа Иисуса. Пастырь был распят на Голгофе, а овцы-иудеи рассеялись (в таком положении они до сего дня).

Захария 13 глава – Библия – Комментарии МакДональда

***

Те, кто соблазняются, не днем соблазняются, но в ту ночь, в которую предается Христос.

(Ориген)

2.12.32 დაცემული მწყემსის გაფანტული ცხვრები

- იესომ გაიხსენა წინასწარმეტყველება ზაქ.13,7 მათ.26,31.56 მარ.14,27 იოან.16,32

- იზრუნა მოწაფეების უსაფრთხოებაზე ლუკ,22,31.32

- მოწაფეები იქცევიან სასოწარკვეთილი ქვეყნიური მეგობრებივით იობ.6,15.16; 19,13-15 ფს.37,11 მათ.26,56 მარ.14,50 იოან.20,9.10

- პეტრე ცდუნდება მათ.26,58.69-75 მარ.14,54.66-72 ლუკ.22,54-62 იოან.18,15-18.25-27

- თუმცა კი პეტრეც და სხვებიც დებენ ერთგულების პირობას მათ.26,33-35 მარ.14,29-31 ლუკ.22,33.34 იოან.13,36-38

- უფალი შესაკრებად მოუხმობს მათ გალილეაში, სადაც შეხვდებათ აღდგომის შემდეგ მათ.26,32; 28,7 მარ.14,28 იოან.21,2-7

ბიბლიის მუხლები

იობი 6

15. გაუჩინარდნენ ჩემი მეგობრები დამშრალი წყაროებივით და მათი კალაპოტებივით,

16. ყინულისგან რომ ამღვრეულან და თოვლი რომ ჩამდნარა მათში.

იობი 19

13. განმაშორა ჩემი ძმები და გამიუცხოვდნენ ახლობლები.

14. უგულებელმყვეს ჩემმა ნათესავებმა და დამივიწყეს შინაურებმა;

15. უცხოდ შემრაცხეს ჩემს სახლში შემოკედლებულებმა და მხევლებმა, უცხოტომელივით ვარ მათ თვალში.

ფსალმუნი 37

11. ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს და ჩემი ახლობლები შორს განმიდგნენ.

ზაქარია 13

7. აღსდექ, მახვილო, ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი ახლობელი კაცის წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ აღვმართავ კრავებზე ხელს.

მათე 26

31. მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.

32. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეისკენ.

33. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.

34. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.

35. მიუგო მას პეტრემ: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. და ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.

56. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა.

58. პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას: შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.

69. პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?

70. ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.

71. და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.

72. ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო.

73. ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს.

74. მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა.

75. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის

ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

მათე 28

7. ახლავე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ”.

მარკოზი 14

27. უთხრა მათ იესომ: "ამ ღამით ყველანი ცდუნდებით ჩემში, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’

28. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში”.

29. უთხრა პეტრემ: "თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მე მაინც არა”.

30. უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ”.

31. ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: "თუნდაც მოვკვდე შენთან ერთად, მაინც არ უარგყოფ”. ასევე ეუბნებოდნენ სხვებიც.

50. მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა.

54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა.

66. ხოლო, როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალი

67. და, ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი?

68. მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა.

69. მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო.

70. მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ, რადგან კილოზე გეტყობა, რომ გალილეველი უნდა იყო.

71. ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა.

72. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.

ლუკა 22

31. და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს.

32. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.

33. მან კი უთხრა იესოს: უფალო, მზადა ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც;

34. ხოლო მან თქვა: შენ გეუბნები, პეტრე, დღეს, მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ და იტყვი, რომ არ მიცნობ მე.

54. შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მიიყვანეს მღვდელმთავრის სახლში, ხოლო პეტრე შორით მისდევდა.

55. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის ჩაჯდა.

56. ერთმა მოახლემ დაინახა ცეცხლთან მჯდომარე, დააკვირდა და თქვა: ესეც მასთან იყო.

57. მაგრამ მან უარყო და თქვა: ქალო, არ ვიცნობ მას.

58. ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო.

59. ასე, ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცამაც დაიჟინა: ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია.

60. ხოლო პეტრემ მიუგო: არ ვიცი, რას ამბობ, კაცო. ამის თქმაც იყო და იყივლა მამალმა.

61. მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო;

62. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

იოანე 13

36. სიმონ-პეტრემ ჰკითხა: "უფალო, სად მიდიხარ?” იესომ მიუგო: "ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები”.

37. უთხრა მას პეტრემ: "უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? ჩემს სიცოცხლეს დავდებ შენთვის”.

38. მიუგო იესომ: "სიცოცხლეს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ!”

იოანე 16

32. აჰა, დგება ჟამი, და დადგა კიდეც, როცა ყველანი გაიფანტებით, თითოეული საკუთარ სახლში, და მარტო დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამაა ჩემთან.

იოანე 18

15. იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე გაჰყვნენ. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.

16. პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა.

17. მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”.

18. ციოდა, ამიტომ ეზოში მდგომ მსახურებსა და მონებს ნაკვერჩხლები გაეღვივებინათ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან ერთად იდგა და თბებოდა.

25. სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: "განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უარყო; თქვა: "არა ვარ”.

26. მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ყური რომ ჩამოათალა პეტრემ, უთხრა: "განა ბაღში მასთან ერთად არ გნახე?”

27. კვლავ უარყო პეტრემ და მამალმაც იყივლა.

იოანე 20

9. რადგან ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ წერილიდან, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო იგი.

10. და კვლავ თავ-თავის სახლებში წავიდნენ მოწაფენი.

იოანე 21

2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა, მის მოწაფეთაგან.

3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: "მე სათევზაოდ მივდივარ”. მიუგეს: "ჩვენც შენთან მოვდივართ”. გავიდნენ და ნავზე ავიდნენ. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.

4. რომ გათენდა, იესო იდგა ნაპირზე, თუმცა, მოწაფეებმა არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო.

5. უთხრა მათ იესომ: "შვილებო, არაფერი გაქვთ საჭმელი?” მიუგეს: "არა”.

6. უთხრა მათ: "ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე და იპოვით”. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.

7. მოწაფემ, იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს: "ეს უფალია”. როცა გაიგონა სიმონ-პეტრემ, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.

__თემაზე წერდნენ__

***

ზაქ.13,7 კომენტატორები მიიჩნევენ ამ მუხლს მესიანურად, მწყემსი იქნა ჯვარცმული, ხოლო ცხვრები-იუდეველები გაიფანტნენ მთელ მსოფლიოში.

__ მაკდონალდის კომენტარები __

***

მათ.26,31 ისინი, ვინც ცდუნდება, ცდუნდებიან არა დღისით, არამედ ღამით, როდესაც გაცემულ იქნა ქრისტე.

__ ორიგენე __

***

მათ.26,32 გალილეის მითითება შემთხვევითი არ არის, ის ხომ წარმართებით იყო დასახლებული. ესეც წინასწარმეტყველებაა ქრისტიანობის გავრცელებისა წარმართებში.

__ თეოფილაქტე ბულგარელი __